понедельник, 17 июня 2013 г.

2013 წლის 7 ივნისს დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლაში ინტეგრირებუ–ლი, სადემონსტრაციო გაკვეთილი ჩატარდა. ღონისძიება ჩაატარეს პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ–მასწავლებლებმა– ნესტან ხორხომელიძემ  (ბუნება) და დავით ჩივაძემ (ჩვენი საქართველო). პედაგოგებმა ორი კლასი შეარჩიეს, მეხუთე და მეექვსე . თითოეულ მათგანში ოთხ–ოთხი ბავშვია. რაკი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ჯგუფური აქტივობების განხორციელების შესაძლებლობა შეზღუდულია; ამდაგვარი ღონისძიებების ერთერთი მიზანი ესეც არის –ბავშვები უნდა გამოუმუშავდეთ  თანამშრომლობის უნარი, უნდა შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება , პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტა. მეორეს მხრივ, გაკვეთილის მიზანად ისახავდა თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების დემონსტრირებას და ინტერაქტიურ სწავლებაზე იყო ორიენტირებული.
გაკვეთილის თემად „აფხაზეთი“ შეირჩა.  გონებრივმა იერიშმა დაადასტურა , რომ ბავშვები ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ ინფორმირებული იყვნენ, მათ  რუკის დახმარებით ახსნეს  აფხაზეთის    მდებარეობა, მისი მოსაზღვრე კუთხეები, ფიზიკურ–გეოგრაფიული თავისებურებანი. მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. გაკვეთილის მსვლელობაში გათვალისწინებული იყო როგორც ჯგუფური აქტივობები, ისე წყვილებში მუშაობა. თავდაპირველად ბუნების მასწავლებელმა მოსწავლეები ორ ჯგუფად დაჰყო და მასალები დაურიგა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, ლიდერებმა გააკეთეს პრეზენტაცია და რუკაზე მუშაობაში თავიანთი თანაგუნდელებიც ჩართეს.ამის შემდეგ, ჩვენი საქართველოს მასწავლებელმა მოსწავლეები ოთხ წყვილად დაჰყო და დრო მისცა ინფორმაციის გასაცნობად. როდესაც დრო ამოიწურა, ბავშვებმა შეავსეს დაფაზე მოცემული ცხრილი. გაკვეთილი გაფორმებული იყო ვიზუალურად, მოსწავლეები გაეცნენ წინდაწინ მომზადებულ პრეზენტაციას PowerPoint-ში.
გაკვეთილის გეგმა 1.5 საგაკვეთილო საათზე იყო გაწერილი. საგაკვეთილო პროცესის ბოლოს , მოსწავლეებმა , წინდაწინ მომზადებული შეფასების სქემით ინდივიდუალურად შეაფასეს თავიანთი თანატოლების აქტივობა ჯგუფში . ასევე, პედაგოგებმა შეაფასეს მოსწავლეები წყვილში მუშაობის დროს.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ, პედაგოგებმა ჯგუფურად გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი შეხედულებები საგაკვეთილო პროცესთან მიმართებაში. ასევე , ნესტან ხორხომელიძემ და დავით ჩივაძემ შეაფასეს საკუთარი თავი  თვითშეფასების სქემით, გააანალიზეს ის მიღწევები და ხარვეზები , რომლებიც გაკვეთილის მსვლელობის შედეგად გამოვლინდა.